ტურისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადგილები დასახელდა. National Geographic-ის რეიტინგში საქართველო მე-3 პოზიციაზე მოხვდა.
პირველ ადგილზეა ეთიოპიის ქალაქი ჰარარი, მეორეზე კი არგენტინის ქალაქი ჟუჟა.
საქართველოს დედაქალაქ თბილისზე ჟურნალი წერს, რომ ტურისტებმა ეს ქალაქი მისი განსხვავებული არქიტექტურის, თავბრუდამხვევი სილამაზის, სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის გამო უნდა მოინახულონ.
თბილისის მთავარ ღირშესანიშნაობად გოგირდის აბანოები და ლეგენდარული ხინკალიცაა მოხსენიებული.