საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს. სტატუსი ქვეყანამ ინდოეთში კინოფესტილავ Indywood Film Carnival-ზე მიიღო.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა და იგი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს, სპეციალური სერთიფიკატი კი ინდოეთში საქართველოს ელჩმა ჩაიბარა.
პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ეროვნული კინოცენტრისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 9 კინო პროექტი, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით შემოსულია 15 მილიონამდე ლარი.