რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთა, რომელიც მოსკოვში ახალი წლისა და წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თვითმკვლელი ტერორისტების მონაწილეობით ტერაქტებს ამზადებდა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულია აზიელთა ჯგუფი. მათი ბინებიდან დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობებია ამოღებული.