ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის საფასურად 35-39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბექსითის მიუხედავად, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა გაგრძელდება.
„არსებობს პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა გვსურს. ამიტომ, მზად ვართ შესაბამისი საფასური გადავიხადოთ“, - აღნიშნა მეიმ.