ისრაელმა ღაზის სექტორში პალესტინელი მებრძოლების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ებრაელთა სამიზნე დაჯგუფება "ჰამასის" სამხედრო პოსტები გახდა, რომელიც სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
მანამდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.
რეგიონში ვითრება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.