უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას გაასაჩივრებს. განცხადება გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გააკეთა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის შინაპატიმრობის განსაზღვრისთვის საჭირო ყველა მტკიცებულება წარადგინა, პეჩერსკის სასამართლომ კი არამართებული გადაწყვეტიოლება მიიღო.