რუსეთს სირიიდან ჯარები გაჰყავს. შესაბამისი განკარგულება სირიაში ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა ჰმეიმის სამხედრო ბაზაზე გასცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიაში დისლოცირებულმა რუსულმა შენაერთებმა მისია წარმატებით შეასრულეს და სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
„თუ ტერორისტები ისევ წამოყოფენ თავს, მათ ისეთ დარტყმას მივაყენებთ, როგორიც ჯერ არ უნახავთ,“-აღნიშნა პუტინმა.