თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრი გადასახადს არ იხდის, მან ალიანსი უნდა დატოვოს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მე ალიანსის წევრ ქვეყნებს ვუთხარი, რომ მათ თანხა უნდა გადაიხადოს ან ალიანსიდან უნდა გავიდნენ. ამის შემდეგ პრესაში გამაკრიტიკეს. თქვეს, რომ დონალდ ტრამპი უხეშად ექცევა მოკავშირეებს, მაგრამ თუ არ გადაიხდია , გამოდის რომ ისინიც უხეშად გვექცევიან“, –აღნიშნა ტრამპმა.