ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. ბელგიაში გამგზავრებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მან ევროკავშირი იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკვე შეაფასა. ბრიუსელის განმარტებით, ევროკავშირი იერუსალიმის სტატუსის შეცვლას მხარს არ უჭერს.