სტოკჰოლმში 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. პრესტიჟული ჯილდოები მათ შვედეთის მეფემ კარლ გუსტავ მე-16-მ გადასცა. ფულადი ჯილდო წელს თოთოეულ გამარჯვებულზე 9 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. დაჯილდოვების შემდეგ ლაურეატების პატივსაცემად სადღესასწაულო ბანკეტი მოეწყო.