საფრანგეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ კოლონიზაციის შეჩერებით და პალესტინის ხელისუფლებასთან ნდობის აღდგენით. მე და ბატონმა ნეთანიაჰუმ ამ საკითხზე ვისაუბრეთ,“-აღნიშნა მაკრონმა ისრაელის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.