ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ლიდერი გააკრიტიკა. საფრანგეთში ვიზიტით მყოფმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან ჭკუის სწავლებას არ მიიღებს.
„მორალს არ უნდა მიკითხავდეს ლიდერი, რომელიც ქურთული სოფლების მოსახლეობას ბომბავს, აპატიმრებს ჟურნალისტებს, ეხმარება ირანს, თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს, მხარს უჭერს ტერორისტებს, მათ შორის, ღაზას სექტორში. ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ჭკუას უნდა გვასწავლიდეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.