65-წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთში ჩავიდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ისტორიული ვიზიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე წარიმართება. მსგავსი მასშტაბის უსაფრთხოების ზომები საბერძნეთში ბარაკ ობამას ვიზიტის შემდეგ აღარ მიუღია. ერდოღანის უსაფრთხოებას მისი პირადი დაცვის 200 წევრთან ერთად საბერძნეთის პოლიციის 2 800-მდე ოფიცერი უზრუნველყოფს.