ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა.
"დადგა დრო, იერუსალიმი ისრეალის დედაქალაქად ოფიციალურად ვაღიაროთ. აშშ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს."- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, თუმცა მან გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.
იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, ე.წ. Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქს როგორც ისრაელი, ისე პალესტინური მხარე საკუთარ დედაქალაქად განიხილავს.