6 ნოემბერს, 11:00 საათზე, მცხეთის #1 საჯარო სკოლაში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია გაიხსნება.
8 ნოემბერს კი, 10:30 საათზე, წეროვანის #3 საჯარო სკოლაში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიის გენერალური ასამბლეა გაიხსნება.
6-დან 8 ნოემბრის ჩათვლით მცხეთა-მთიანეთის მხარე ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონულ სესიას უმასპინძლებს. ღონისძიებები მცხეთასა და წეროვანში ჩატარდება. 50-მდე მონაწილე თბილისიდან, მცხეთიდან, წეროვნიდან, დუშეთიდან, ბათუმიდან, ასევე 6-კაციანი დელეგაცია თურქეთიდან რეგიონისთვის და საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებს და რეზოლუციებს შეიმუშავებს, რომელიც სესიის გენერალურ ასამბლეაზე განიხილება.
ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საკითხებზე გამართულ დებატებში, გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს.
ღონისძიება "ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს" ორგანიზებით და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტარდება. სესიის სამუშაო ენა ინგლისურია.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საფრანგეთში, 1987 წელს დაარსდა, საქართველო კი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2008 წელს გახდა.