ანდრეი ბაბიშმა ჩეხეთის პრემიერის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მილიარდერის პოლიტიკურმა პარტიამ ოქტომბერში გამათულ არჩევნებში გაიმარჯვა. ახალ პრემიერს წინ მთავრობის ფორმირების რთული პროცესი ელის.
ბაბიში, რომელსაც "ჩეხ დონალდ ტრამპს" უწოდებენ, ბოლო პერდიოდში არაერთი ხმაურიანი სკანდალის ფიგურანტი იყო. მას გადასახადების დამალვაში, დათაღლითობასა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდნენ.