შეერთებული შტატები საქართველოსა და უკრაინას მყარ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. რექს ტილერსონმა საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილ წვლილსა და მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს კვლავაც აქტიურად დაუჭერს მხარს.