ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ვოვანმა და ლექსუსმა უკრაინის პრეზიდენტი უკვე მესამედ გაათამაშეს. ამის შესახებ მათ სააგენტო „რია ნოვოსტის“ აცნობეს. როგორც პრანკერები აცხადებენ, ისინი პოროშენკოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით დაუკავშირდნენ. უკრაინის პრეზიდენტი კი კონტაქტზე მაშინვე წამოვიდა და ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ კვირიკაშვილს ესაუბრებოდა. პოროშენკომ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილი რუსულ სპეცსამსახურებსა და უკრაინელ ოლიგარქებთან კავშირში ამხილეს და რომ მას ამისთვის გაასამართლებენ. საბოლოოდ პოროშენკო მიხვდა, რომ პრანკერებთან ჰქონდა საქმე და მათ უცენზურო სიტყვებით ყურმილი დაუკიდა.