იმ შემთხვევაში, თუ აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებს და საკუთარ საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, თურქეთმა შესაძლოა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა წითელ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს. იერუსალიმის სტატუსის შესახებ ტრამპი ოფიციალური განცხადების გაკეთებას დღეს აპირებს.