ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების სამსახურში ნებაყოფლობით მისვლისთვის 24 საათი აქვს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა უმაღლესი რადის სხდომაზე განაცხადა.
„24 საათის შემდეგ უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი ჯერ გამომძიებელთან, შემდეგ კი სასამართლოში იქნას მიყვანილი. თუ ის დილის 9 საათიდან უსაფრთხოების სამსახურში მივა, ქვეყანას ზედმეტ პრობლემებს ააცილებს თავიდან,“-განაცხადა იური ლუცენკომ.