მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ორი სავარაუდო სცენარის განვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში რადასთან შეკრებილები აირიდებენ თავიდან რევოლუციას, მშვიდობიანი მანიფესტაციის გზით აიძულებენ პოროშენკოს წავიდეს, ან მას და მის მხარდამჭერებს „გადაუვლიან“. სააკაშვილი აცხადებს, რომ ის სიცოცხლით არის დავალებული უკრაინელების წინაშე, რადგან მათ გაათავისუფლეს ტყვეობიდან, არ აპირებს არსად წასვლას და ბოლო წუთამდე იბრძოლებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას. არსენი ავაკოვის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან.
„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსვალი არ იქნება. სააკაშვილის ვალდებულია დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრლადებას“ – წერს არსენი ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის ცენტრისკენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასობით სპეცრაზმელი გაგზავნა. ეროვნული გვარდიის დანაყოფები სავარაუდოდ, რადას შენობასთან მოახდენენ მობილიზებას.