კიევის პროკურატურამ „მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„ინტერფაქს-უკრაინა“ სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ
,,დაკავებული სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოებაა დაწყებული უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის შესაბამისად“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მხარდამჭერებმა გაათვისუფლეს, უკრაინის რადასთან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, აქციას მართავს.