უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, დაემორჩილოს მთავრობას. არსენი ავაკოვის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვალდებულია უპასუხოს წარდგენილ ბრალდებას და თავი შეიკავოს სისხლისღვრის პროვოცირებისგან.
„ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ კანონიერი გზით უნდა გადაიჭრას. სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მანამდე გამოსვალი არ იქნება. სააკაშვილის ვალდებულია დაემორჩილოს კანონის მოთხოვნას და უპასუხოს წარდგენილ ბრლადებას“ – წერს არსენი ავაკოვი „ტვიტერის“ გვერდზე.
კიევის ცენტრისკენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასობით სპეცრაზმელი გაგზავნა. ეროვნული გვარდიის დანაყოფები სავარაუდოდ, რადას შენობასთან მოახდენენ მობილიზებას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც მხარდანჭერებმა გაათვისუფლეს, კოლონით უკრაინის რადასკენ მიემართება.