საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს. ბორკილებდადებული მიხეილ სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული.
უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ გაიმართება.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მიმართავს.
