იემენის ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი მოკლეს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ არაბულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ერთ-ერთი ვერსიით, სალეჰი მისი სახლის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სხვა ვერსიით კი მას თავს დაესხნენ. იემენის დედაქალაქში მეამბოხე ჰუსიტებსა და სალეჰის მომხრებს შორის მომხდარ შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სროლისა და აფეთქებების ხმა სანაში ამ წუთებშიც ისმის.