დღეს, 6 ნოემბერს, პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის პროცედურას იწყებს. საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში მიმდინარე კვირის ბიუროს სხდომაზე შევიდა და მის თანახმად, გადასახადების შემოღებასა და გაზრდაზე მთავრობამ გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა მიიღოს.
დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნება. კომისიის ერთი თვის მუშაობის შემდეგ კი, საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა უშუალოდ პარლამენტის მიერ დაიწყება.
ცვლილების თანახმად, ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, საქართველოს ორგანული კანონი დაადგენს. ამასთან, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე, მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს ექნება.