ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ალკოჰოლის მოხმარებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ლიდერობენ. გამოცემა Eurostat-ის მონაცემებით, 2016 წელს ევროპის მოსახლეობამ ალკოჰოლზე 130 მილიარდი ევრო დახარჯა, რაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9 პროცენტია. რეიტინგის ლიდერი ესტონეთი გახდა, სადაც სამომხმარებლო ხარჯმა სპირტიან სასმელებზე 5,6 პროცენტი შეადგინა. რეიტინგში მეორე ადგილს ლატვია იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ლიტვაა.