უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ევრომაიდანს "სახელმწიფო გადატრიალება" და "დაუსრულებელი რევოლუცია" უწოდა.
სავჩენკოს თქმით, უკრაინებს უნდა ეშინოდეთ იმის, რაც ქვეყანაში ხდება და არა სიტყვა "რევოლუციის".
"ქვეყანაში ადამიანური რესურსი გვეკარგება იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ჩვენი დაცვა და ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა", - განაცხადა სავჩენკომ.