ინდოეთის დედაქალაქი კვლავ ტოქსიკურ ღრუბელში გაეხვა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დელიში დასაშვებ ზღვარს 9-ჯერ აღემატება. ამჯერად დაბინძურების წყარო ადგილობრივი ფერმერები გახდნენ, რომლებიც პლანტაციებს დასათესად ამზადებენ და გასუფთავებულ ტერიტორიებზე ნარჩენებს წვავენ.