მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუაჰილას უდაბნოში არქეოლოგებმა კუს ჩონჩხი იპოვეს, რომლის ასაკიც 65 მილიონ წელს შეადგენს. მისი სიგრძე 10 სანტიმეტრს არ აღემატება, ბაკანი კი საკმაოდ თხელია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ამას ხელი არ უნდა შეეშალა ცხოველისთვის, გაცილებით დიდი ზომის მტაცებლებისგან თავი დაეცვა.