ჰონდურასში საარჩევნო კრიზისის ფონზე გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცავებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 26 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თავს მემარჯვენე-ცენტრისტი ხუან ორლანდო ერნანდესი და მისი პოლიტიკური მეტოქე სალვადორ ნასრალა აცხადებენ. ეგზიტპოლით უპირატესობა ნასრალას ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით შედეგები შეიცვალა და გამარჯვებულად პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ერნანდესი დასახელდა.