ფილიპინების დედაქალაქში კოლეჯის სტუდენტებმა შიშველი საპროტესტო აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ პრეზიდენტ დუტერტეს ანტინარკოტიკული კამპანია გააპროტესტეს, რასაც ქვეყანაში განუკითხაობა და დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. წარწერებით „დასრულდეს ომი და არა სიცოცხლე“ აქციის მონაწილეებმა მანილას ქუჩები შემოირბინეს. ანალოგიური ფორმით საპროტესტო აქცია ფილიპინებში გასული საუკუნის 80-იან წლებშიც გაიმართა, თუმცა მაშინ აქტივისტები საგანმანათლებლო სფეროში ცენზურას აკრიტიკებდნენ.