იაპონიის სასამართლომ ოკინავას სამხედრო ბაზის მომსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 33 წლის კენეტ ფრანკლინ შინცატოს 20 წლის რინა შიმაბუკუროს გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. შემზარავი მკვლელობა აპრილში მოხდა, რის შემდეგაც ოკინავადან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის მოთხოვნით იაპონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო.