რომის პაპი აზიურ ტურნეს განაგრძობს. ფრანცისკე პირველი მიანმარის შემდეგ ბანგლადეშს ეწვია. საჯარო მესა პონტიფიკოსმა სუხრავარდის მოედანზე გამართა. მესას 100 ატასზე მეტი მორწმუნე კათოლიკე დაესწრო. ქრისტიანები 165 მილიონიან ბანგლადეშში მოსახლეობის 0,5 პროცენტს შეადგენენ.