დონალდ ტრამპმა სამი თვის ხელფასი ოპიოიდების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხა. ამის შესახებ ამერიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ერიკ ჰაგანი იტყობინება. ოქტომბერში ტრამპმა ოპიოიდების ეპიდემიის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ნარკოტიკების ამ ჯგუფით შეერთებულ შტატებში 64 ათასი ადამიანი უკვე დაიღუპა.