მორიგი თავდასხმა ისრაელში. პოლიციამ ქალაქ არადში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. მას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ისრაელის მოქალაქე პალესტინელი ტერორისტის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რომელმაც გაქცევა შეძლო. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს.