მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალგაზრდა პალესტინელმა მანქანა ისრაელის მოქალაქეს დააჯახა, რის შემდეგაც ებრაელ სამხედროებზეც სცადა დანით თავდასხმა. სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.