სექსუალურ სკანდალში კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი გაეხვა. სილვესტერ სტალონეს 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს. ინფორმაცია 1986 ელს ლას ვეგასში მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოცემა დეილი მეილმა გაავრცელა. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, სტალონემ ის სასტუმროს ნომერში აიყვანა, სადაც მსახიობის პირადი მცველებიც იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ გოგონაზე ჯგუფურად იძალადეს.