რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილმა ქართველმა ოფიცერმა ალიკ ბჟანიამ რუსეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
"მისი სარჩელი რუსული კანონმდებლობით გათვალისწინებული განრიგის მიხედვით განვიხილეთ და მან რამდენიმე ხნის წინ რუსეთში დევნილის სტატუსი მიიღო", _ განაცხადა დღეს რუსეთის ფედერაციის საიმიგრაციო ფედერალური სამსახურის საერთაშორისო და საზოგადოებრივი კავშირების სამმართველოს უფროსის მოადგილემ კონსტანტინე პოლტორანინმა.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ალიკა ბჟანიამ მიმდინარე წლის 23 მაისს რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადალახა და რუს სამხედროებს თავშესაფარი სთხოვა.