აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში (EPLO) გაწევრიანდა. ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (The European Public Law Organization, EPLO) 2004 წელს ათენში დაარსდა და მასში ევროპის წამყვანი ქვეყნების (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ჰოლანდია,უნგრეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი და ა.შ.) საუკეთესო უნივერსიტეტებია გაერთიანებული, რომელთა სწავლებისა და საქმიანობის ერთ-ერთ,მნიშვნელოვან მიმართულებას სამართალი და კერძოდ,საჯარო სამართალი წარმოადგენს.
EPLO-ს წევრობას ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლების სექტორში გადადგმული პროგრესული ნაბიჯის თვალსაზრისითაც.
ეს არის უნიკალური შანსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საჯარო და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის, EPLO – ს წევრ უნივერსიტეტებში, სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, გაცვლით პროგრამებში, სემესტრულ სწავლებაში, კონფერენცია-სემინარებსა და ვორკშოპებში მიიღონ მონაწილეობა. დაინტერესებული პირები სეზონურ სკოლებშიც გაემგზავრებიან.