კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი ევროკავშირსა და მადრიდს 21 დეკემბრის არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებს.საგანგებო განცხადება მან ბრიუსელში გააკეთა.
პრესკონფერენციას კატალონიის მერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ბელგიის დედაქალაქში პუჩდემონის მხარდასაჭერად ჩავიდნენ.
საპარლამენტო არჩევნები მადრიდმა კატალონიაში მას შემდეგ დანიშნა, რაც მოქმედი პარლამენტი გააუქმა და კატალონიის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა.
პუჩდემონი იმედოვნებს, რომ მადრიდის ზეწოლის მიუხედავად, კატალონიელები დეკემბრის არჩევნებში მხარს ეროვნულ ძალებს დაუჭერენ.