ტეხასელ მსროლელს, დევინ კელის, რომელმაც ბაპტისტურ ეკლესიაში 26 ადამიანი მოკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ ტეხასის პოლიცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, საიდანაც 2012 წელს გაიქცა. მანამდე ის სამხედრო ტრიბუნალმა ცოლისა და შვილის ცემისთვის გაასამართლა. ცნობილი გახდა ისიც, რომ კელი ჰოლომენის ავიაბაზაზე თავის მეთაურებს ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა.