ბილი დე ბლაზიო ნიუ იორკის მერად მეორედ აირჩიეს. ამერიკული კანონის თანახმად, დე ბლაზიო მეგალოპოსის მერის პოსტზე 2022 წლამდე დარჩება. წინასწარი ინფორმაცუიით, მან ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო. კონკურენციას ბილ დე ბლაზიოს 36 წლის რესპუბლიკელი ნიკოლ მალიოტაკისი უწევდა, რომელიც იმიგრაციისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხებისადმი ულტრაკონსერვატიული მოწოდებებით გამოირჩევა.