უელსის მთავრობის ყოფილი წევრი კარლ სარჯენტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ექსმინისტრმა თავი მოიკლა.
თვითმკვლელობამდე სარჯენტს რამდენიმე ქალმა ბრალდება წაუყენა. ბრალდების შინაარსი არ გასაჯაროვებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამის გამო 3 ნოემბერს მინისტრი თანამდებობიდან დაითხოვეს.
კარლ სარჯენტი ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო.