უკრაინის შს მინისტრმა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-100 წლისთავზე ლენინზე წიგნი გამოსცა.
„დღეს, 7 ნოემბერს, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-100 წლისთავზე წარმოგიდგენთ ჩემს ნაშრომს, „ლენინი ჩვენთან?“ წიგნი უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ეს არის წიგნი-დისკუსია. ვფიქრობ, საზოგადოებას სჭირდება დისკუსია კომუნისტური პროექტისა და ლენინის როლის შესაფასებლად,“-წერს ავაკოვი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.