ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს გაზრდის. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მომავალ წელს ნატოს კონტინგენტი ავღანეთში 16 ათას სამხედრო მოსამსხურემდევ გაიზრდება. ამჟამად ავღანეთში ნატოს 13 ათასი მშვიდობისმყოფელი იმყოფება.