კიოტოს სასამართლომ 70 წლის ჩისაკო კოკეჰის, იგივე "შავ ქვრივს" სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ის დამნაშავედ ქმრისა და ორი საყვარელის მკვლელობაში ცნეს. როგორც გამოძიებით გაირკვა, ქალი მათ წყალში ციანიდს უსხამდა. მოტივი მსხვერპლის ქონების მისაკუთრება იყო. ჩისაკოს ადვოკატები კი აცხადებდნენ, რომ ქალს დემენცია სჭირს და თავის საქციელზე პასუხს ვერ აგებს. სასამართლომ მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა.