ელ-სალვადორში გადაშენების პირას მყოფი სახეობის ასობით კუ წყნარი ოკეანის სანაპიროზე იპოვეს.
მათი დაღუპვის მიზეზს პოლიცია ეკოლოგებთან ერთად იძიებს.
სანაპიროზე აღებული წყლის სინჯები ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უნიკალური სახეობის კუების დაღუპვის მიზეზი წყლის დაბინძურება გახდა.