მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაემუქრა. საგანგებო განცხადება მან უმაღლესი რადის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა, რომლის მონაწილეებიც საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვენ. „დღეს მათ ბოლო ვადა აქვთ იმისთვის, რომ შანსი გამოიყენონ და ხალხის მოთხოვნები შეასრულონ. თუ ამას არ გააკეთებენ, საღამოსთვის მოქმედების სხვა გეგმას წარმოვადგენთ. ახალი გეგმა არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ 3 მოთხოვნაზე. ჩვენ ვიზრუნებთ ხელისუფლების კანონიერი, მშვიდობიანი გზით შეცვლაზე. თუ მათ სჭირდებათ მილიონების მარში, მიიღებენ მილიონების მარშს,“-აღნიშნა სააკაშვილმა.