"ჩვენ გვყავს, მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს, იმისთვის რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახიძის მტკიცებით, ონიანის დაკავებით ხელისუფლება ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება
"ხელისუფლებაში ხუთი წლის თავზე , ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლას . ამჯერად მათი სამიზნე გახლავთ ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი , რომელიც ამხილეს ბრჭყალებში წლების წინ ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე . ამდენი წლის განმავლობაში , ჩადების ამდენ გახმაურების შემთხვევაზე ,მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით ,ონიანის თანამზრახველი პოლიციელები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების ვერსიის თანახმად საქმეში. მათ რ წაუყენეს და ბრალი არ დაისაჯნენ და მათ განრიდება გაუკეთეს და სისტემაში დატოვეს. რითაც ე.წ. სამართლის, შერჩევითობა არის პრაქტიკულად ყველასთვის თვალნათელი . მესამე , რაც უნდა აღინიშნოს არის,ის რომ საქმის მთავარი მოწმე , ღიად საუბრობდა ,რომ პროკურატურა ახორციელებდა მასზე ზეწოლას და პრაქტიკულად ამ საქმეში საქმის მტკიცებულებების თვალსაზრისით არის უსუსტესი საქმე. და მთავარი რატომაც ხელისუფლება ამაზე წავიდა , აშკარა უკანონობაზე. საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი. ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას,რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტპატიმარი ამჯერად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროპული საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ გოგა ონიანი გათავისუფლდეს’’ - აცხადებს კახიძე.